Friday, December 31, 2010

არსებობს თუ არა სიკეთე და ბოროტება?

სიკეთე და ბოროტება  ეს არის მორალური მსჯელობები მოვლენების მიმართ. ეს არის ორი საწყისი საიდანაც  ჩვენ ვაყალიბებთ ჩვენს ნდობა არ ნდობას, სარგებლობა და ზარალს მოვლენის მიმართ. სიკეთე და ბოროტება არის  ორი უმთავრესი დისპუტი რომელიც წარმოდაგენს ადამინური შემოქმდების წყაროს ხელოვნებას ლიტერატურას  და ..

მინდა მოცემულ თემაში შემოგთავაზოთ დებატებ  სიკეთის და ბოროტების არსეობობის, განმარტების, დანიშნულების და არსობლივი ფუნქციების შესახებ. ტემა უაღესად დიდია ამიტომ  მინდა მოვიცვა რელიგიური ფილოსოფიური და სოციოლოგიური თეორიები  რათა  განვმარტოთ  ეს ორი  პრაიმ ცნება ადამინის ცნობიერებაში.
 დავიწყოთ რელიგითტ რადაგნ როგორც   ოგიუსტ კონტმა შემოGვატავზო საზოგადოების განვითარების სამი ეტაპი, თეოლოგიური, მეტაფიზიკური და ემპირული დავიწყოთ თეოგიური ეტაპითდა  გავიაზროთ პირველი (პრაიმ)თეორია სიკეთესა და ბოროტების შესახებ: 

შესაძლებელია თუ არაა ღმერთი იყოს კეთილი??
შესაძლებელია თუ არა სატანის არსებობა ??

ძალიან მარტივი კითხვებია მაგრამ იმ არგუმენტაციის შემდეგა რასაც მე წარგიდგნეთ შევეცდები ის მეტად რთული გავხადო

სანამ უშუალოდ ამ კითხვებზე გადავალ მინდა გავიხსენო გენიალური ჯონ რონალდ ტოლკიენის"სილმარილიონის" ეპიზოდი სამყაროს შექმნის შესახებ რომელიც ერთობ საინტერესო ფილოსოფიურ აზრს შეიცავს და თუ რას ამას მოგიყვებით

რა თქმა უნდა "სილმარილიონი" ეს არის ლიტერატურული თხზულება და მას ბიბლიისგან განხსნავებით ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არ აქვს, ამიტომ ნუ მოეკიდებით ამას ისე თითქოს რაიმე რელიგიიდან მომაქვს არგუმენტები. მას შემდეგ რაც მის მიერ შექმენილი აინურებიდან (ანგლეოზებიდან) ერთ ერთი ყველაზე ძლევამოსილი მელოკორი(იგივე სატანა) მესამედ არ დაემორჩIლა ილუვატარის  ნებას ის მას მიუგებს:

"ძლევამოსილო აინურებო და მათ შორის ყველაზე ძლევამოსილო მელოკორ! შენ და ასევე ყველა აინურმა არ უნდა დაივიწყოთ რომ მე ვარ ილუვატარი! მე გაჩვენებთ თუ რა შექმნა თქვენმა მუსიკამ რათა დატკბეთ თქვენი ქმნილებით, და შენ მელკორ დაინახავ რომ არ არსეობობს თემა რომლიც არ გამოდმდინარებს ჩემგან, რამეთუ, ის ვინც ცდილობს ამის გაკეთებას გახდება არც მეტი არც ნაკლები, ვიდრე ჩემი იარაღი ჩემს ჩანაფიქრთა აღსასრულებლად რომლის წამროდეგნაც მას არ ძალუძს"

რა თქმა უნდა მოცემული ისტორია შემთხვევით არ მოვიყვანე რადგან მასში არის უაღერსად საინტერესო გზავნილი რომლიც ბიბლიაში ასე თვალნათლივ არ არის განმარტებული... ილუვატარი იგივე ღმერთი აფრთხილებს მელკორს(იგივე სატანას) რომ შენ მხოლოდ ჩემი იარაღი ხარ იმ და წამოადგენ იმ გეგმის ნაწილს რაც მე მაქვს ჩანაფიქრში... ნაწარმოებში ილუვატარი არ არის არც კეთილი და არც ბოროტი იმიტომ რომ ის არ მსჯელობს მორალური კრიტერიუმებით მას გააჩნია ჩანაფიქრი სამყაროს შესახებ და და რა არის კარგი და რა ცუდი ეს არ აღელვებს

გადმოვიტანოთ ეს მაგალითი ბიბლიური ვერსიასთან მიმართებაში... აქ სატანა არის თუ არა ღმერთის გეგმის ნაწილი ძნელი სათქმელია თუ ამას ჩვენ დაუშვებთ მაშინ ღმერთის გეგმაში შედიოდა ადამიaნთა სამოთხიდან გამოძევება და ეს სატანას გააკეთებინა დაუშვათ რომ ეს ესეა მაგრამ ეს არ არის მთავარი პრობლემა რომელიც ამ ისტორიაში არის
მთავარი პრობლემა თავად ბოროტი ძალის გამოყოფაა და მისი დაპირისპირება სიკეთესთან რაც არსობლივად გამორიცხვას ღმერთის ყოვლიშმეძლებას რადგან ეშმაკის ძალაუფლებეის ლეგიტიმურობა ნიშნავს რომ არსეობობს ძალა რის მოსასპობად მას ძალაუფლება არ ჰყოფნის, თუ არა, მაშინ მას გაანადგურებდა რაც თვისობრივი შეუსაბამაბაშია ყოვლიშმემძლეობის თეორიასთან, იმიტომ რომ სატანის არსებობა ნიშნავს რომ არსეობობს ორი ღმერთი სადაც მათი ძალაუფლების საზღვრები გაყოფილია მორალური კრიტერიეუმით და აქ მივადექით კიდევ ურთულეს პრობლემას

როგორ შეიძლება სამყაროს გაიყოს მორალური კრიტერიუმით???

მორალი ეს არის არაფორმალური დებულებები რომელიც განამრტავს მოვლენებს და მოქმედებებს კარგისა და ცუდის კრიტერიუმებით.... მორალი უკიდურესად ადამინური ფენომენია... კარგის და ცუდის განმარტება ეს არის ადამინური მსჯელობა რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს რომ ჭეშმარიტია სამყაროსთან მიმართებაში.
ასტეროიდი რომლიც მოდის დედამიწის განსადურებლად ბოროტი ასტეროიდია??? რა თქმა უნდა არა ჩვენ ადამიანებმა მას შეიძლება უწოდოთ ბოროტება მაგრამ სინამდვილეში ის არც ბოროტია და არც კეთილი ის უბრალოდ კოსმოსური ნაგავია რომლიც კოსმოსი უკიდეგანო სივრცეში გადაადილდება და სულაც არ გააჩნია არანაირი მოტივები და მიზნები რამის გასანადგურებლად....

ეხლა კი წამორვიდგინეთ სამყარო რომლის მხლოდ ნაწილს ხედავს ყველაზე მძლავრი ტელესკოპი და როგორ ფიქრობთ სამყაროს სიკეთე და ბოროტების ბრძოლა გადის დედამიწაზე, რომელიც ხელმძღვანელობს ადამიანური მორალით???

თუ დაუშვებთ რომ ღმერთი კეთილია ესე იგი ეს ნიშნავს რომ ის მორალურია და სამყაროც იმართება მორალური კატეგორიებით,მაგრამ აქაც ჩნდება პრობლემა რადგან ყველამ ვიცით რომ მორალი რელატიურია და აბსოლუტური არ არის. მორალის აბოლუტურობა გვეუბნბა რომ მორალური შეფასება არ იცვლება რაც არ უნდა გარემოებები იყოს, ხოლო რელატიურობა კი გვეუბნება რომ მორალური მსჯელობა დამოკიდებულია გარემოებებზე რაც რა თქმა უნდა უფრო ჭეშმარიტება.... მაგალითად მე მოვიპარავ თუ ჩემი შვილი შიმშილით კვდება, მე მოვკლავ თუ ვიღაც ჩემს ოჯახს სიკვდილით ემუქრება და ასე შემდეგ ამავე დროს თითქმის არ არსეობობს კულტურული უნივერსალიები... რომელიც რაღაც საზოგადოებაში მაინც არ იყოს შეცვლილი მაგალითად ინცესტი ზოგიერთ საზოგადობაში დაშვებადია... ასე რომ რაღაც ქცევა რაც დედამიწის ერთ უბანზე მორალურად გამართლებულია და სიკეთედ ითვლება მეორე უბანზე შეიძლება უდიდეს ბოროტებად ჩაითვალოს.

თუ დაუშვებთ რომ ღმერთი მორალურია მაშინ მას უნდა ესმოდეს მორალის რელატიურობაც ნიშნავს ეს თუ არა ეს იმას რომ ღმერთი გარკვეულ სიტუაციებში სჩადის არამორალურ აქტებს რომელიც სიტუაციისდა მიხედვით შეიცვალა თავისი მნიშვანელობა???

(თუ ღმერთი მორალურია რატომ არსებობს ამდენი დაავადება? რატომ არ შექმნა ადამინი ისე რომ იგი არ ავადდებოდეს( მწერები მაგალითად არ ავადდებიან)
რატომ ხდება ამდენი ტრაგედია???
ნუთი მან იმიტომ შექმნა ეშმაკი რომ მისი არამორალური აქტები დაბრალდეს სატანას??)

იმისათვის რომ გავიგოთ რა არის სიკეტე და რა ბოროტება მოდი გადავეშვათ მეტაფიზიკაში.    შესაძლებელია თუ არა სიკეთე და ბოროტება დავიყვანოთ უფრო მარტივ გაგებამდე რომელიც მოგვცემს მის უნივერსალურ განმარტებას... ანუ მოვძებნოთ ის ის მთავარი თვისება რომელიც კულტურული განსხვავებების მიუხედავად,  ყველაგან  გარკვეული მოქმდება  იქნებოდა სიკეთე  ან ბოროტება... შევეშვათ კაცობრიობას და უფრო შორს წავიდეთ  წარმოსახვაში და წარმოვიდგინოთ უცხო ცივილიზაცია რომელიც  ასევე მსჯელობს მორალურად, მაგრამ აბსოლუტურად განსხვევებული კუტურა აქვს...  რა იქნებოდა ის მთავარი თვისება (ბირთვი) რომელიც  მორალური მსჯელობის შედეგად  ახსნილი იქნებოდა როგორც სიკეთე ან ბოროტება?   

 ამ ცნების ოპერაციონალიზაციისათვის  უნდა წარმოვიდგინოთ რასთან ასოცირდება სიკეთე:
სარგებელი, სიყვარული, თავდადება, გულისხმიერება, ყურადღება და ..
ბოროტება: ტკივილი, სიძულვილი, ტყული, სიკვდილი და ...
ცხადია მოყვანილი ჩმაონათვალი ფარდობითსიტუაციებში აზრს იცვლის  და შესაძლოა ტყუილი ან სიკვდილიც კი იყოს სიკეთე... მაგრამ ჩვენ ფარდობით სიტუაციებზე უარი უნდა ვთქვათ რადაგნ მის  უნივერსალურ  განმარტებას ვეძებთ.

 თუკი ჩვენ ზეომოთმოყვანილ არასრულ სიას სიკეთის შესახებ მოუძბნით საერთო მონათესავე ცნებას  ყველაზე მეტად მას უდგება [B]სარგებელი[/B]  , ხოლო ბოროტებას [B]ზარალი[/B]

შეგვიძლია თუ არა  სიკეთის და ბოროტების ოპერაციონალიზაცია ამ მარტივი  ცნებებით? ამისათვის  მან უნდა გაუძლოს და უპასუხოს უსასრულო რაოდენობა  მოქმდებათა ვარიაციებს და ყველაგან უნდა  უნდა უპასუხოს სარგებელი-ზარალის განმარტებით და დაარქვას მოქმდებას სიკეთე ან ბოროტება.

 მოდით ავიღოთ მიღებული გამარტივებლი ცნება და  განვმართოთ  რა არის სიკეთე
სიკეთე ეს არის მოქმდება: რომელიც ორიენტირებულია  სარგებელთან და მიმართულია კეთილდღეობის რეალიზაციისაკენ.
ანუ მოქმდი პირი A - ქცევა B- მიმართ  აუცილებლად უნდა იყოს სარგებლის მომტანი მოქმდების ობიეტისთვის ან სუბიექტისთვის (ან ორივესთვის ერთად) და იმისათვის რომ  მოცემული სარგბელი ჩაითვალოს სიკეთედ ის აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს (ან წინააღმდეგობაში არ უნდა იყოს) საერთო (საზოგადოებრივ) კეთილდღეობასთან.   
მოცემული განმარტებიდან გამომდინარე საკმაოდ მარტივია ბოროტების განმარტებაც: ბოროტება ეს არის მოქმდება სადაც მოქმდების რომელიმე მხარე  ზარალდება და არ ემსახურება (ან წინააღმდეგობაშია)საერთო  კეთილდღეობას.

 განმარტება უაღრესად მარტივია და ის  ნამვდილად ვარგა ზოგადი უნივერსალური სიკეთის/ბოროტების განსამარტავად რომელიც გასაგები იქნებოდა ნებისმიერი კულტურული ფარდობითობის საზოგადოებაში...

ორივე ცნება შეფასებითი კატეგორიაა და მისი სიდიდე ვარირებს სარგბელი ან ზარალის სიდიდესთან შეფარდებით...
არსეობს თუ არა სამყაროში სიკეთე და ბოროტება? არსეობობს თუ არა ღმერთისთვის სიკეთე და ბოროტება?

მიუყვეთ თავდაპირველ ლოგიკას

სამყარო ეს არის სივრცე სადაც ფიზიკური ობიექტები ერთემანეთზე ურთიერთქმედებენ ფიზიკის კანონებით. მას არ გააჩნია გონება შესაბამისად მას არ გააჩნია შეფასებითი უნარი ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ რომ მისთვის არ არსეობობს სიკეთე და ბოროტება რადგან ის არ მსჯელობს მორალურად იმ უბრალო მიზეზის გამო რომ არ არსეობობს სამყაროს ინტელექტი... სამყაროსთვის არანაირ მნიშვენლობა არ აქვს სიცოცხლის არსეობობას, მისთვის სულ ერთია ჩვენი განადგურებაც და არსეობობაც იმიტომ რომ მას ამით არაფერი აკლდება. სამყაროსადმი შეფასებითი დამოკიდებულაბა შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ადამიანს. ადამიანი მოიხმარს სამყაროს სიმდიდრეს იმიტომ რომ ის გონეირი არსებაა, სამყაროს არ შეუძლია რაიმე დაუშალოს ადამიანს (ოქრო ვერ გვეტყვის უარს დამუშავებაზე).
რაც შეეხება ღმერთს, ღმერთი ეს არის სამყაროს შემოქმედი შესაბამისად მას გააჩნია ინტელექტი ანუ გააჩნია უნარი შეფასება გაუკეთოს მოვლენებს მაგრამ გააჩნია თუ არა უნარი ღმერთს, შეფასება გაუკეთოს სიკეთეს და ბოროტებას? არის თუ არა ღმერთი მორალური ანუ არის თუ არა ღმერთი კეთილი??

ღმერთის კატეგორიიდან სიკეთე და ბოროტება მოგება -- ზარალით უნდა ფასდებოდეს მაგრამ ვიღებთ პარადოქსს:
მოგება აქ არის ქმანდობის პროცესი, ზარალი აქ არის განადგურების პროცესი... მაგრამ რახან ორივე მოვლენა მისივე ნებით ხდება და ზარალი ან მოგება არ წამოადგენს მისთვის გაუთვალისწინებელ გარემოებებით შექმნის შედეგს, გამოდის რომ ის არასდროს არ იგებს და არასდროს არ ზარალობს რადგან ორივე მისი ნებაა!

რაც შეეხება სიკეთის და ბოროტების უმაღლესი კვინტენსეცით გამოხატულებას "სიყვარული-სიკვდილი" აქ საქმე უფრო რთულად გვაქვს.
ბოროტების უმაღლესი კვინტესენცია მისთვის აქტუალური არ უნდა იყოს რადან მას სიკვდილი არ ამუქრება (ჩვენგან განსხვავებით),

რაც შეეხება სიყვარულს აქ უფრო რთულად არის საკითხი... აქვს თუ არა ღმერთს რაიმე მოვლენის მიმართ სიყვარულის დამოკიდებულება აქ გადაჭრით მტკიცება შეუძლებელია, რადგან მას ინტელქტი აქვს და შესაბმისად შესაძლებელია რომ რაიმეს მიმართ სასიყვარულო დამოკიდებულბა ჰქონდეს.
სიყვარული კი სხვა არაფერია თუ არა უპირობო ზრუნა რაიმე ობიექტის მიმართ. ანუ შესაძლებელია მას მისი შემოქმედება უყვარდეს (მათ შორის ჩვენც).

მაგრამ იძლევა თუ არა ეს საშულებას რომ ვივარაუდოთ რომ "ღმერთი კეთილია"?__ რა თქმა უნდა არა, რადაგნ სიყვარული რაიმე მოვლენის მიმართ არ ნიშნავს მის, როგორც დაუშვათ პიროვნების, ზოგად მორალურ კონტიტუციას, რადგან მიყვარდეს რაიმე ეს არ ნიშნავს რომ კეთილი ვარ.

მოცემული მსჯელობა მაძლევს ერთი დასკვნის საშუელაბას: [B]გავრცელებული მტკიცება რელიგიის მიერ რომ ღმერთი კეთილია მცდარია რადგან ამ საკითხზე არავითარი წარმოდეგნა არ გვაქვს.  შემოთავაზებული ბიბლიური ხატი უფლისა მცდარია რადგან ის ეწინააღმდეგება თავად ღმერთის  ბუნების ლოგიკას.[/B]

მინდა  კიდევ უფრო შორს წავიდე მსჯელობაში და დავსვათ კითხვა:[B] არსეობობს თუ არა სიკეთე და ბოროტება??[/B]

ამ კითხვაზე საპასუხოდ უნდა  მივმართოთ თანამდროვე სოციოლოგიას და  ისეთ  მაკროსოციალურ თეორიებს რომელთა ავტორიც გახლავთ  . პარსონსი, ხოლო მისი მოდიფიცირებული ვარიანტი . ლუმანი... ორივე ავტორი გვარწმუნებს  მხოლოდ ერთს რომ არ არსეობობს  თავისუფალი ინდივიდი, არ არსეობობს თავისუფალი არჩევანი, არ არსეობობს თავისუფალი აზროვნება რადგან ადამიანი არის სოციალური მატრიცის შემადგენელი ნაწილი და ის  საზრდოობს სოციალური მატრიცაში არსებული ცოდნით და სოცილური სისტემებით ახდენს თვითმოდელირებას ანუ სოციალიზაციას (ფილმ "მატრიცის" ტრილოგიის კონცეპტუალური ბირთვი ამ გრანდ თეორიებზეა აგებული). შესაბამისად ნებისმიერი მოქმდება რომელიც ინდვიდი ახდენს  ოპერირებული და ნასაზრდოების  სოციალურ მატრიცაში მიღებული ცოდნიდან და ინსტიტუტებიდან, რეალურად ადამინს იმის ტავისუფალი არჩევანის საშუალებაც არ აქვს როგორიცა  ინტიმური საკითხში მიღებული გდაწყვეტილება  მაგალითად ცოლის მოყვანა.

იმისათვის რომ ცოლი მოიყვანო აუცილებელია გოგო მოგწონოს, დაუსვით კითხვა საკუთარ თავს
 რატომ მოგწონს?_იმიტომ რომ ლამაზია.
 საიდან იცი რომ ლამაზია_  ამას ვგძნობ.
 საიდან გრძნობ სილმაზეს??__ ამას ვგრძნობ საზოგადოებაში არსებული სილმაზის სტადნრეტბის მიხედვით...

ანუ  ანუ ვაღიარებთ რომ სილამზის აღქმაც კი ნასწავლი გვაქვს და თუ ისეთი ქალი მოგვეწონა რომელიც სხვა არავის მოწონს ეს მაინც არ ნიშნასვ შენს პირად არჩვენს, რადგან ის კრიტეირიუმები რომელიც გადაგაწყვეტინებს  რომელიმე ქალის სასარგებლოდ არჩევანს მაინც ნასაზრდეობი იქნება რომელიმე სოციალური ინსტიტუტის ან სოციალურ მატრიცაში არსებული ინფორამციის ზეგავლენით, რადგან შეუძლებალია გააკეთო ისეთი ქცევა რომელსაც სოციალური მატრიცა არ იცნობს  და  მისგან არაა ნასაზრდოები და თუკი ამ   საშინელ რეალობას ფიზიკურად წარმოვიდგენთ მივიღებთ  ფილმ მატრიცაში არსებულ ფანტასტიკურ რეალობას __აგენტ სმიტებს, ანუ  საშინელი რეალობა  რასაც მოსტმოდერნული სოციოლოგია გვთავზობს გახლავთ ის  რომ ჩვენ ერთმანისთგან არ განსხვდებით განსხვებდებით!!!!       

 მოყვანილი მსჯელობის გათვალისწინებით დაუბრუნდეთ კითხვას არსებობს თუ არა სიკეთე და ბოროტება? და მიხვდებით რომ რომ ორივე ცნება ადამინური მსჯელობაბია და წამოდგენს მიწერილ საზრისებს მოვლენების მიმართ რომელიც სრულებითაც არ ნიანშვს რომ ჭეშმარიტია სამყაროსთან მიმართებაში... სიკეთეც და ბოროტებაც სოციალურ მატრიცაში   ადამიანების მიერ ჩადებბული კატეგორიებია რადგან ისევ ადამინმა  განასხვავოს რისგან პოულობს სარგებელს და რისგან ზარალს  შესაბმისად  ვასვნი რომ სიკეთე და ბოროტება მხოლოდ ადამიანის ცნობიერებაში არსებობს მისი  ეგზისტენციალური ყოფის  გასამარტივებლად, ხოლო რეალურად  ის არ არსეობობს!!!