Friday, December 31, 2010

რისთვის ვარსებობთ?!


“risTvis varsebobT?!” egzistencialuri kiTxva

რისთვის ვცოცხლობ? __ეს არის კითხვა რომელი ყველა მოაზროვნე ადამიანს აწუხებს, სად არის ჩვენი იდენტობის პრობლემა, რომელიც შეიძლება გავშალოთ როგორც ყოფით, ინდვიდუალურ დონეზე ასევე საკაცობრიო დონეზე.

მოცემული კითხვა არის საფუძველთა საფუძველი ისეთი სოციალური კატეგორიების წარმოშობაში როგორიცაა რელიგია და მორალი; პოლიტიკა და სამართალი.

მოცემულ სტატიაში მინდა მიმოვიხილო ოთხივე კატეგორიის პასუხები ჩემს ( ისვე როგორ თქვენს) იდენტობაზე და გავცე მათი ვერსიებით პასუხი კითხვაზე რისთვის ვარსებობთ. 

მინდა დავიწყო რელგიით რადგან ეს კატეგორია სხვა კატეგორიებისგან განსხვევებით ცდილობს მონოპოლია ჰქონდეს აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე და განყენებულად დაგვისაბუთოს მისი აბსულუტურობა რადგან მას აქვს "ყველა კიხთვაზე პასუხი".

რელიგია _ ეს არის უნვერსალური კულტურა რომელიც გვხდება აბსოულუტურად ყველა საზოგადოებაში დაწყებული ტრაიბალური დამთავრებული განვითარებულ საზოგადოებამდე... ის მოიცავს სამყაროს წარმოშობის, მოწყობის ზებუნებრივ ინტერეპრეტაციას, ასევე მის წიაღში არის გამომუშავებული მორალური ნორმები რომელიც სავალდებულოა მოცემული რელიგიის მიმდევართათვის. ანუ რელიგია და მორალი მჭიდროდ დაკავშირებული კატეგორიებია, რადგან მორალის გარეშე რელიგია ვერ მოახდენს იდენტიფიცირება და კოდიფიცირებას ყველა ცხორებისეული სიტუაციის. 

თუმცა მორალი ცალკე კატეგორიაა და მას შეიძლება რელიგიისგან დამოუკიდებლად არსეობობა.

რა პასუხი შეიძლება მივიღოთ რელიგიიდან ჩვენს ეგზისტენციალურ კითხვაზე? ავიღოთ ჩვენთვის უფრო ნაცნობი ქრისტიანობა. ქრისტიანული ვერსიით ადამინი ღვთის ხატია. მისი არსეობობა კი ღმერთის დიდებას უნდა ემსახურებოდეს.

ანუ გამოდის რომ ჩემი არსებობის მიზეზი რელიგიის მიხედვით, არის ღმერთის განდიდება ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ__ მორჩილება.
ნუთუ ეს პასუხია ჩემს კითხვაზე?
ღმერთის პოზიციიდან ჩემი არსეობობა წარმოადგენს მისი მოხმარების საგანს... ანუ მე ვარ პროდუქტი რომელისაც იყენებენ, სად არის აქ ჩემი ინტერესი? გასაგები ხდება რომ მე მოვალეობა მქვს რომ ვადიდო ღმერთი მაგრამ ეს მაინც არ სცემს კითხვაზე პასუხს რისთვის ვარსებობ, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ მე მოაზროვნე არსეობა ვარ რომელსაც თავისი არსეობობა თავისი გადასახედიდან უნდა გაამრთლოს... 
თუკი ჩვენ ავიღებთ რელიგიისგან შემოთავზებულ პასუხს და შევადარებთ მას ჩვენი მოხამრების საგანს მაშინ აღმოავჩენთ რომ მე და შინაურ კატას შორის განსხვება არ არსეობობს რადგან ორივე შემთხვევაში მეც და კატაც წარმოვადგენთ მოხმარების საგანს რომელმაც უნდა განადიდოს მისი პატრონი.
არის თუ არა რელიგია პასუხი ჩემს ეგზისტეციალურ კითხვაზე?
ცხადია რომ ვერ არის... რადგან ის რწმენითი კატეგორიაა და არა აბსოლუტური ჭეშმარიტება, ანუ საკმარსი ღმერთი არ მწამდეს მაშინ აღნიშნული ვერსია ჩემი ეგზისტეციაურ კითხვაზე პასუხისა, აზრს კარგავს და კითხვა "რისთვის ვარსებობ?" კვლავ ღია რჩება.

ეხლა კი შევეხოთ მორალს. მორალი ეს არის შეფასებითი კატეგორია რომელიც პასუხობს კითხვებს რა არის კარგი და რა არის ცუდი. როგორც ავღნიშნეთ მისი უმნიშვნელოვნესი წყარო არის რელიგია, რადგან მრავალი მორალური დოგმა ნაკარნახევი რელიგიური დოგმებიდან. მაგრამ არა ყველა... მორალის წყაროს უმეტსწილად საყოფაცხოვრებო ყოველდღიურობა წარმოადგენს, ამ ნორმების დარღვევას მოყვება არასამართლებრივი სანქცია( ამ საკითხზე ქვევით ვისაუბრებთ) არამედ საზოგადოებრივი გაკიცხვა... 

როგორი იქნებოდა პასუხი ჩემო მოყვანილ კითხვაზე (რისთვის ვარსებობ?)მორალთან მიმართებაში? პასუხი მორალის კატეგორიიდან მორალური ნორმების დამორჩიელაბაშია... ანუ ადამიანი იმიტომ არსებობს რომ ის იყოს მორალურად მისაღები ანუ უბრალო სიტყვებით რომ თქვათ "კარგი"(ან "კეთილი" როგორც გენებოთ). რატომ?_იმიტომ რომ ის არ გახდეს მორალური გაკიცხვის ობიექტი ანუ მასზე არ გავრცელდეს მორალური სანქცია.

აღნიშნული პასუხი უაღრესად საიინტერსო და საჭიროა ადამიანის პიროვნების ჩამოსაყალიბებლად მაგრამ ის არ იძლევა სრულ დამაკმაყოფილებელ პასუხს, რადგან როგორც ავღნიშნეთ მორალი ეს არის დაუწერელი კანონების კრებული, მისი დარღვევას არ მოყვება სადამსჯელო სანქცია (თუ გაკიცხვას არ მივიღებთ მხედველობაში) შესაბამიად არამორალური ადამინისთვის აღნიშნული კატეგორია აზრს კარგავს, ამავე დროს ყურადსარებია მორალის რელატიურობის/ფარდობითობის უნარი, სადაც მორალური ნორმა მნიშვნელობას იცვლის ვითარებიდან გამომდინარე, (მე მოვიპარავ თუ მშია),შესაბმისად იყო "კარგი/კეთილი" ეს შეფასებითი კატეგორიაა და არა აბსოლუტური ჭეშმარიტება, ის რაც კარგია ჩემთვის ცუდია სხვისთვის, შესაბამისად იყო "კარგი/კეთილი" რაღაც გაგებით უტოპიური სურვილია 

დავსვათ ჩვენი ეგზისტენციალური კითხვა სამყაროსთან მიმარტებაში... რა დანიშნულება აქვს ადამიანს სამყაროში, რისთვის არსებობს??
სამყარო მარტივად რომ ვთქვათ ეს არის სივრცე სადაც მოვლენები, ობეიქტები ერთმენეთზე ურთიერთქმედებენ ფიზიკის კანონებით. სამყაროს არ გააჩნია გონება, მას ადამინთან დაკავშირებით თავისი პოზიცია არ გააჩნია... მისთვის უმნიშვნელოა რაიმეს არსებობა ან არარსეობობა, განადგურება ან შექმნა, შესაბამისად საყაროსთან მიმართებაში კითხვაზე "რისთვის ვარსებობ?", პასუხი შეიძლება ჰქოდეს ცალსახად მხოლოდ ადამიანს... ადამიანი წარმოადგენს გონიერ არსებას შესაბამისად სამყაროსთან მიმართებაში მას აქვს უფლება მოიხმაროს სამყაროს სიმდიდრე იმ უბრალო მიზეზის გამო რომ სამყაროს ობიექტებს არ შესწვეს უნარი თვითონ გადაწყვიტოს თავისი ბედი (ოქრო ვერასდორს გვეტყვის უარს მოხმარებაზეbiggrin.gif) შესაბამისად სამყაროთან მიმართებაში ადამინის პასუხი მარტივია: "მე იმიტომ ვარსეობობ რომ მოვიხმარო სამყაროს სიმდიდრე, მე გონიერი არსება ვარ!"
მოცემული პასუხი მაინც არ არის საკმარისი ადამიანის ეგზისტენცილური პრობლემის დასაკმაყოფილებად ის მხოლოდ ცხადყოფს მის არსეობობის შედეგს სამყაროსთან დამოკიდებულებაში და არა მიზეზს თუ რატომ გაჩნდა ადამიანი...ამ კითხვას რელიგია პასუხობს მაგრამ ვერ პასუხობს მეცნიერება. ამასთანავე ადამინს ჭირდება მიზეზი სოციუმთან მიმართებაში... ადამიანი სოციალური არსებაა და მას ჭირდება გაამართლოს თავისი არსეობობა საზოგადოებასთან მიმართებაშიც.

დავუბრუნდეთ პოლიტიკას. პოლიტიკა არეგულირებს ძალაუფლების გადანაწილებას საზოგადოებაში, შესაბამისად ის წარმოადგანს სფეროს სადაც მუდმივად მიმდინარეობს ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ძალაუფლება _ეს არის წყარო პოლიტიკური მოქმდების. შესაბამისად ჩემი ეგზისტეციალური კითხვა რისთვისვ ვარსებობ მდგომარეობს ძალაუფლებაში, ანუ როგორც ნიცშე მეტყოდა "შენი არსეობობა ძალუფლების მოპოვებასა და შენარჩუნებაში მდგომარეობს". 
რა არისი ძალაუფლება? ეს არის ერთის უნარი თავისი ნებას დაუქვენდებაროს მეორეს ნება, ანუ ეს არის ერთის აბსულუტური თავისუფლება და მეორის უუფლებობა. სწორედ ამ გარემობიდან გამოდმინარე ძაუფლება შეუძლებელია აღვანილ იქნას აბსოლუტურ კატეგორიაში და ჩემს ეგზისტენციურ კითხვას პასუხს ვერ გასცემს რადგან ძალაუფლება უმცირესობის ხვედრია და ის ყველას არ ერგება შესაბამისად იმ ადამინებისთვის ვინც ძალაუფლების ობიექტები არიან მათთვის ეს პასუხი თანასწორად მისაღები არ იქნება... თქვენ შეიზლება მითხრათ რომ ის ვინც არ ფლობს ძალაუფლებას ის უნდა იღწვოდეს მის მოსაპოვებლადო... პასუხი ადამინის ბუნებაში უნდა ვეძებოთ, ყველას არ სურს ძალაუფლება, ამიტომ მის ეგზისტენციალურ კითხვაზე ამ პასუხის გაცემა სწორი არ იქნება.... ამავე დროს საგულიხმოა დაპირისპირება მორალურ კატეგორიასთან, რაგდან ძალაუფლებისთვის ბრძოლა შეიძლება მოიცავდეს მორალური ნორმების დარღვევას, რაც ზემოთხსენებულ პასუხს ეგზისტენციალურ კითხვაზე, "იმიტომ ვცხოვრობ რომ კარგი/კეთილი ვიყო", შესაძლოა არსებით წინააღმდეგობამდე მიიყვანოს და წარმოშვას წინააღმდეგობა ორ კატეგორიას შორის, ძალაუფლება VS მორალი. 

ეხლა კი შევეხოთ ისეთ კატეგორიას როგორიცაა "სამართალი". რა არის სამართალი?იურისტი დაუფიქრებალად გეტყვით რომ "ეს არის კანონების და კოდექსების ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს ადამიანების ქცევას. სამართალი, სხვადასხვა გზებით, ახდენს პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების ფორმირებას და წარმოადგენს უპირველეს მედიატორს ადამიანების ურთიერთობაში". დამეთანხმეთ რომ არსებითად ამ განმარტებაში ვერაფერი გაიგეთ იმიტომ რომ უაზრო განმარტებაა, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ის იურისტს ვკითხეთ

მოდით ვკითხოთ ფილოსოფოს. . კანტი გვიპასუხებდა: "სამართალი არის ნორმების ერთობლიობა რომელიც ზღუდავს ადამიანის თვითნებობას"ყველაფერი მარტივი და ნათელია მეთანხმებით? იმიტომ რომ, სწორი მისამართით ვიკითხეთ

.. რა გამოდის?? სამართალი არის ჩვენი თავისუფლების შეზრუდვა, მაგრამ რის სანაცვლოდ?პასუხი ზემოთმოყავნილი კატეგორიების დაცვაში მდგომარებს... სამართალი არის ინსტრუმენტი რომელიც შესაძლებელს ხდის ადამიანმა იცხოვროს მორალურად, სწამდეს ღმერთი და იბრძოლოს ძალაუფლებისთვის. სამართალი ფუნქციური სივრცეა დაცულობის და სტაბილურობის... სამართლებრივი პასუხი ეგზისტენიაზმზე ჰგავს მარალის კატეგორიის პასუხს: "რისთვის ვცხოვრობ?__იმისთვის რომ ვიყო კანონმორჩილი მოქალაქე". დარღვევა სამართლის ნორმების მოიცავს სამართლებრივ სანქციას__ დასჯას.

არის თუ არა მოცემული პასუხი აბოლუტური კაცობრიობისთვის, პასუხი არის "დიახ", მაგრამ არის თუ არა ეს პასუხი აბსოუტური ყველა ინდივიდისთვის? პასუხი არის, "არა" რადგან კაცობრიობას მუდამ თან ზდევდა ისტორიის მანძილზე დევიაციის დაუმორჩილებლობის შემთხვევები, რომელიც არა ერთეული არამედ მასობრივი მოვლენაა და მეტიც დამნაშვეთა სამყაროში ვითარდება სუბკულტურები, დამოუკიდებელი ნორმები დამოუკიდებელი "სამართალი".

მოყვანილი მსჯელობიდან აშკარა ხდება ერთი რამ. კითხვა "რისთვის ვარსებობ?" უაღრესად რთულია რადგან იგი წინააღმდეგობაბაში მოდის ზემოთმოყვანილ კატეგორიებთან. კაცობრობას ყოველთვის ექნება ამ კითხვებზე მარტივი პასუხი მაგრამ ცალკეულ ინვივიდებს, არა.



მარტინ იდენისთვის ეგზისტეციალური კითხვა სიყვარულით იყო გაცემული... მისტერ ბეტლერისთვის ფულით, ნიცშესთვის ძალუფლებით, ქრისტესთვის სიკეთით და ღვთის მოშიშობით, ჟანა დ'არკისთვის ქვეყნისადმი თავდადებით, პასუხი მილიარდობით შეიძლება იყოს, მაგრამ აბსოლუტურად ყველასთვის ერთი და იგივე არა...აქედან გამომდინარე ,არსებობის აზრი მდგომარეობს თითოეული ადამიანის თავისუფალ ნებაში თვითონ გადაწყვიტოს საკუთარი არსებობის მიზეზიც და მიზანიც, ანუ ადამიანი იმდენად თავისუფალი არსებაა რამდენადაც თვითონ მოუძებნის ახსნას საკუთარ არსებობას. მეტიც, სწორედ ესაა ადამიანის დანიშნულებაც - აღმოაჩინოს საკუთარი (პირადი) არსებობის აზრი. 



































No comments:

Post a Comment